logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა
12:42 25.10.2018
სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისთვის ბრალდებული მ.ა დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლიდან მ.ა ყოფილ მეუღლეზე - ე.გ -ზე სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას, შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით.

2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ა-მ ქუჩაში შეაჩერა ე.გ, ძლიერად დაუჭირა ხელი და უყვიროდა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. 2018 წლის 15 მარტს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მ.ა. შეუმჩნევლად მიუახლოვდა ე.გ-ს და ხმამაღლა გინება დაუწყო, რა დროსაც ანიშნა რომ ჯიბეში ჰქონდა დანა და სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში დასახიჩრებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა მ.ა 2018 წლის 29 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა