ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ჯგუფის ფორმატში შეხვედრებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე წარმოადგენს.
სამინისტროს ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებებშიც ჩაერთვება.
აღნიშნულ მოლაპარაკებებში მანამდე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი იყო ჩართული, რომელიც ამჟამად პრემიერის აპატარში აგრძელებს მუშაობას.

















