logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იუსტიციის მინისტრი: ქართველ ხალხს სჯერა, რომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება
იუსტიციის მინისტრი: ქართველ ხალხს სჯერა, რომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება
10:22 25.10.2018
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სასამართლოს ვიცეპრეზიდენტსა და განმწესრიგებელს შეხვდა.

თეა წულუკიანი რობერტ ფრემრსა და პიტერ ლუისს ჰააგის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.

„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ განვაცხადო − საქართველოს, ქართველ ხალხს დიდი იმედი აქვს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის გამოძიებისა. ჩვენ ველით, რომ ქართველების წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები გამოუძიებელი არ დარჩება და სამართლიანობა გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზადაა, ითანამშრომლოს სასამართლოსთან მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად და მართლმსაჯულების აღსადგენად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სხვადასხვა ორგანოსთან. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ რამდენიმე წლის წინ წამოყენებული თხოვნის შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ჰააგის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული რამდენიმე პირი სასჯელს საქართველოს ციხეებშიც მოიხდის. მისი განცხადებით, პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ ამისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რეგიონული კონფერენცია თბილისში მიმდინარეობს. კონფერენციის საქართველოში ჩატარება საერთაშორისო სასამართლოს ინიციატივაა და მისი საფუძველი ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის წარმატებული თანამშრომლობაა.

როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. მათ შორის, გამოძიება შეეხებაქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს. საქართველო სრულად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, რათა დადგინდეს ქართველების წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილი დანაშაულები და დაკმაყოფილდეს დაზარალებულთა ინტერესები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა