logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა
საქართველოს პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა
09:58 25.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა.

ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და პოლიციელებს სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს ეფექტურად მომუშავე სტრუქტურა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ყველაფერ ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თითოეულ პოლიციელს ეფექტურად და ღირსეულად შეასრულოს თავისი სამუშაო და მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში იქნება გაგზავნილი და ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ყოველ დღე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია აღჭურვილობა, ტექნიკა და ტრანსპორტი რეგიონებში, ნელ-ნელა ამას ყველაფერს მოვაგვარებთ. თუმცა, ყველაფერთან ერთად ისიც გვესმის, რომ მარტო აღჭურვილობა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის შემართება, რა შემართებითაც თითოეული პოლიციელი, თითოეული ჩვენი კოლეგა იშრომებს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის დასაცავად და კეთილდღეობისთვის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ესწრებოდნენ.
პოლიციის ახალი მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის საპოლიციო ქვედანაყოფებში გადანაწილდება. ავტომანქანები მაღალი გამავლობისაა და სპეციალურად რეგიონებისთვის, რთული რელიეფური პირობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა, რაც ადგილზე საპოლიციო სერვისების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონებში საპოლიციო საქმიანობის კიდევ უფრო განვითარება და მისი ეფექტიანობის მკვეთრად ამაღლება, რისთვისაც უწყება საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დაასრულა. მათ შორისაა: რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი - საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, ბათუმში - საერთაშორისო სტანდარტების საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა, ხონში - პოლიციის ახალი შენობა, თბილისში, გოგოლის ქუჩაზე - პოლიციის ახალი შენობა, სრულად გარემონტებული დროებითი მოთავსების რამდენიმე იზოლატორი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკის განახლება მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, კერძოდ, იაპონიის მთავრობამ უწყებას 96 ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომანქანა გადმოსცა.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი ხელს უწყობს თანამედროვე, პოლიტიკურად ნეიტრალური, სანდო და ეფექტიანი პოლიციის ჩამოყალიბებას, რომლის შედეგად უწყების თანამშრომლებს სათანადო სოციალური და შრომის პირობები მაქსიმალურად ექნებათ უზრუნველყოფილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა