logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო
ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო
10:28 23.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორმოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო.

ფიცის დადების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები კახა საბანაძე და ნინო ჯავახაძე დაესწრნენ. მინისტრის მოადგილეებმა მართლწესრიგის ოფიცრებს სამსახურში დანიშვნა მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

ახალდანიშნული მართლწესრიგის ოფიცრები ღია კონკურსის, ტესტირების, გასაუბრებისა და ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგად შეირჩნენ. ისინი მომავალი 5 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური მომზადების კურსს გაივლიან, რის შემდეგაც თბილისის სხვადასხვა უბანში გადანაწილდებიან და საქმიანობას შეუდგებიან.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე შერჩეულმა სამოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა გადამზადების სრული კურსი უკვე გაიარა და ისინი თბილისის ქუჩებში მალე გამოჩნდებიან.

მართლწესრიგის ოფიცერი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზეა ორიენტირებული, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებულ მიდგომებს გულისხმობს. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებას მოიცავს. ასევე, მისი ფუნქციაა დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება, შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და სხვა.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და სისტემური განახლების პროცესში დაინერგა, რადგან სამინისტროს მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა