logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა
14:37 22.10.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა. მთავრობის დადგენილებით, კომისიას დაევალა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და 2018 წლის ბოლომდე დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. პირველ შეხვედრაზე უწყაბათაშორისი კომისიის წევრებმა კომისიის საქმიანობის და უფლებამოსილების საკითხები მიმოიხილეს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ინიცირების შესახებ და ამ მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა. შეხვედრას ესწრებოდნენ უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომისიის წევრები: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფროსის მოადგილე გიორგი თევდორაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი გოჩა რატიანი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ხადური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ონოფრიშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, რომლებმაც კომისიის წევრებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა