logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გოგა ხაინდრავა: მათ ბადრის მოკვლა უნდოდათ და ბოლო-ბოლო ბადრი მოკვდა
გოგა ხაინდრავა: მათ ბადრის მოკვლა უნდოდათ და ბოლო-ბოლო ბადრი მოკვდა
23:39 20.10.2018
რეჟისორი გოგა ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლულია.

„მე არცერთი წუთი ეჭვი არ მეპარებოდა არასოდეს და ამის დამადასტურებელი უამრავი რამე იყო, გარდა იმისა, რას ფიქრობდნენ ინგლისელები. მე ძალიან კარგად მახსოვს და არაერთხელ ჩემთანაც მოუყოლია ეს ამბავი ბატონ ოქრუაშვილს - როგორ შეუკვეთა სააკაშვილმა მას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა. პირდაპირ შეუკვეთა“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა „კვირის ქრონიკაში“.

„მე მათთან ორი წელი და რვა თვე ვმუშაობდი. მე ყოველდღიურ საქმიანობაში ვუყურებდი ამათ რას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. როგორი გარემო ჰქონდათ შექმნილი. შემდეგ ყველამ მოვისმინეთ „მასტერა“, ეს ავადხსენებული როგორ უკვეთავს. ეს ფილმში მაქვს. 2012 წელს ფილმი მაქვს გაკეთებული მათი მთავრობის დროს, სადაც ეს ყველაფერია, სადაც უაის ახვადოვს უკვეთავს ბადრის მკვლელობას და ეუბნება - ისე უნდა გაკეთდეს, რომ დაბრალდეს რუსეთს და ჩვენზე არავინ არ გამოვიდეს. და მერე ის კაცი თვითონ ყვება რატომ გააკეთა, რატომ ჩაიწერა ეს ლაპარაკი, იმიტომ, რომ „აბაროტი“ მინდოდა ამეღო, ჩვენი ბიჭები მოკლესო სააკაშვილმა და იმათ. ეს ყველაფერი ხომ ვიცოდით. რატომ გახდა ეს საკითხი დღეს ასეთი, წინასაარჩევნოდ თითქოსდა, რა წინასაარჩევნოდ?" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, გამოძიება დააჩქარა ბრიტანეთის საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებამ რომ თავიდან დაიწყოს ამ საქმეების მოკვლევა.

„ჯერ იქ საქმე არ არის აღძრული, მაგრამ მოკვლევა იწყება და ამან გაააქტიურა აქ. რაც ჩვენ გვესმის ეს საშინელება - სრული ცილისწამება, სიცრუე, რაღაც ნიაღვარი სიბილწის, ეს ხომ არ ცვლის, რომ მათ ბადრის მოკვლა უნდოდათ და ამას არ მალავდნენ. ეს იმას ხომ არ ცვლის რომ „მასტერა“ უკვეთავდა ახვადოვს ბადრის მკვლელობას? ეს იმას ხომ არ ცვლის რომ მამარდაშვილს ეკითხებოდა ციხეში სხვა დროს და სხვა საქმესთან დაკავშირებით ბადრის რა ვუქნათ? - უნდა მოვაშთოთო. ეს ცალცალკე- სხვადასხვა დროს, ახვადასხვა ადამიანების მიერ არის ნათქვამი. ერთობლიობა, რაზეც ისინი ლაპარაკობდნენ მათ ბადრის მოკვლა უნდოდათ და ბოლო ბოლო ბადრი მოკვდა“- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

რაც შეეხება იმას, საქმის გამოძიება დაიწყება თუ არა მკვლელობის მუხლით, ხაინდრავას თქმით, გამოძიებას ვერ დაიწყებს საქართველოს პროკურატურა, რადგან მკვლელობა ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოხდა.

„აქ იყო მხოლოდ მცდელობა და მოლაპარაკება ამის თაობაზე. ამ ფარგლებში შესაძლებელია მოკვლევა და ძიება გაგრძელდეს. დღეს თვითონ ბრიტანეთიც არის დაინტერესებული ამაში , რადგან მეთოდი, ხელწერა და ის ადამიანები, ვინც ამას ასრულებდნენ და ვინც არიან ამის გარშემო - ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილი, ბიძამისი, ვაშაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს, უფრო სწორად, კაგებეს დაწესებულება იყო ყოველთვის და დღესაც არის და ვისაც ეს სკოლა არ აქვს გავლილი იქ ვერ მოხვდება. ეს იმათი ხელწერაა და შესრულებულიც ისეთი იყო. მე ამას დიდი ხანია ვლაპარაკობ, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ევროპულ საქართველოს ამოეფარენ, სინამდვილეში რუსულ ინტერესებს ახორციელებენ საქართველოში. ესენი არიან დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. მათ პრეტენზია ბევრ რამეზე ჰქონდათ, მაგრამ აღლუმების დროს გვამები ედოთ სახურავზე“- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა