თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე დევნილების საერთო საცხოვრებელში ხანძარი
გაჩნდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. იწვოდა დაახლოებით 150 კვადრატულ მეტრამდე. ადგილზე მობილიზებულია 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. პარალელურად მოხდა შენონაში მყოფი ხალხის ევაკუაცია. დაშავებული არავინ არის,“ - განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.

















