logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს მოქალაქე ბავშვები ერაყის ციხიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს მოქალაქე ბავშვები ერაყის ციხიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
20:39 13.10.2018
მიმდინარე წლის მაისში საქართველოს იუსტიციის მინიტრის მიერ ბაღდადის ციხეში ვიზიტისას წამოწყებული ჰუმანიტარული მისია საქართველოს სამი მოქალაქის - 6, 5 და 2 წლის ბავშვების საქართველოში დაბრუნების მიზნით, დღეს წარმატებით დასრულდა.

„ჩვენ ვერ ვიქნებით სახელმწიფო, რომელიც თავის ბავშვებს უცხო ქვეყნის ციხეში მიატოვებს,“ - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და ფასდაუდებელი უწოდა იმ ძალისხმევას, რომელიც ერაყის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ტაბატაძის, საერთაშორისო ორგანიზაციების - “UNICEF”-ისა და “ICRC”-ის ერაყის ოფისების მიერ იქნა გაწეული.
დღეს, ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქე სამი მცირეწლოვანი ბავშვი საქართველოში, ოჯახში დაბრუნდა. ერაყიდან ჩამოსულ ბავშვებს იუსტიციის მინისტრი თავის შვილთან ერთად დახვდა აეროპორტში.

საქართველოს 25 წლის მოქალაქის შ.ს.-ის ტრაგიკული ისტორიის შესახებ იუსტიციის მინისტრისთვის ერაყში საქართველოს ელჩის, გია ტაბატაძისგან ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1993 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე შ.ს.-ს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსის გამო.

ტერორიზმში ბრალდებული პირი გარდაცვლილია, ხოლო ადგილობრივი კანონების მიხედვით საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალი მეუღლის სტატუსის ქონის გარდა სხვა არაფერში ედება, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ, მან დაიწყო სამართლებრივი პროცესი საქართველოს მოქალაქის სამი მცირეწლოვანი შვილის ციხიდან გამოსახსნელად და ბებია-პაპისთვის დასაბრუნებლად. ამ მიზნით 2018 წლის მაისში იუსტიციის მინისტრი ბაღდადს ეწვია, სადაც ის თავის ერაყელ კოლეგას, იუსტიციის მინისტრ ჰეიდარ ალ ჯამილის შეხვდა და პირადად სთხოვა აღნიშნულ საქმეში დახმარება.

„ერაყის ქალთა ციხეში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი მოქალაქე ქალი იხდის სასჯელს მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ამ დაბრუნებით ჩვენ შევქმენით მაგალითი ბევრი დიდი ქვეყნისთვისაც კი, რადგან ამავე ციხეში ჩვენი მოქალაქის გვერდით ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე ქალი იხდის სასჯელს შვილებთან ერთად,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბაღდადში მდებარე ერაყის ქალთა ცენტრალურ ციხეში შ.ს.-სთან ერთად სასჯელს იხდიან სხვადასხვა სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის და სხვ.) მოქალაქე ქალები შვილებთან ერთად, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. მათ შორის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ შ.ს.-ა, რომელიც დაბადებულია საქართველოში და მისი ოჯახი დღესაც საქართველოში ცხოვრობს.

ბავშვების საქართველოში გადმოყვანის საკითხი საჩქარო იყო იმის გამოც, რომ ერაყის კანონმდებლობით, მალე, ასაკიდან გამომდინარე, მათ აღარ ექნებოდათ საპყრობილეში დედასთან ერთად ცხოვრების უფლება და ადგილობრივ ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ.

2018 წლის 23 მაისს ბაღდადის ქალთა ციხეში იუსტიციის მინისტრი პირადად მივიდა შ.ს.-ის მოსანახულებლად და მისგან მოისმინა დასტური, რომ მზადაა, თავისი შვილები საქართველოში გამოუშვას, რისთვისაც მინისტრს დახმარება სთხოვა. ამავე ვიზიტის დროს, საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ ბავშვების საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო ეტაპზე − საქართველოს მოქალაქე შ.ს.-ის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის პერსპექტივაზე ერთობლივად მუშაობის შესახებ.
ბავშვების საქართველოში დაბრუნების ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებთან ერთად შ.ს. -ის შვილების ჩამოყვანაში ჩართული იყვნენ „UNICEF“-ისა და „ICRC“-ის ერაყის ოფისები.
დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

 ბავშვებს დაუდგინდათ საქართველოს მოქალაქეობა და დაუმზადდათ პასპორტები;
 ბაღდადის სასამართლომ მიიღო გადაწყეტილება ბავშვების დედისაგან განცალკევების თაობაზე და ნება დართო ქართულ მხარეს, 2018 წლის 19 ოქტომბრამდე ბავშვები გაიყვანონ ერაყის რესპუბლიკის ტერიტორიიდან;
 „Unicef“-ის დახმარებით მოხდა ბავშვების ფსიქოლოგიური მომზადება დედასთან განსაშორებლად და საქართველოში გამოსამგზავრებლად;

 „Unicef“-მა უზრუნველყო ბავშვების ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტამდე უსაფრთხო ტრანსპორტირება;
 2018 წლის 13 ოქტომბერს სამი არასრულწლოვანი დაბრუნდა საქართველოში.

ზემოაღნიშნულ ჰუმანიტარულ მისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის, ერაყში დოკუმენტების მომზადების, ბაბუისა და სოციალური მუშაკების ერაყის რესპუბლიკაში ვიზიტის, ერაყის სასამართლოს მიერ ბავშვებთან დაკავშირებით დადგენილი ჯარიმის თანხები საქართველოს მთავრობამ გაიღო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა