logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე  სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
13:11 12.10.2018
მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები გ.ძ., ს.გ. და ე.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ძ.-მ მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის თებერვლამდე, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის პირობით 52 მოქალაქესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები გააფორმა. გ.ძ.-მ შუამავლების ს.გ.-ს და ე.გ.-ს მეშვეობით, დაზარალებულები დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს ის ბინები წარმოადგენდა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, სინამდვილეში კი იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე მშენებარე კორპუსის ბინები. აღნიშნული გზით გ.ძ., ე.გ. და ს.გ. მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ, ჯამში 2 186 031,09 ლარს და პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს.

გ.ძ.-ს და ს.გ.-ს 51 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 1 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, ხოლო ე.გ.-ს 13 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით. სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ძ-ს და ს.გ-ს 7 წლით, ხოლო ე.გ-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” - ნათქვამია განცხადებაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა