logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი: საქართველოს შსს-ს მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების ნების არსებობაზე მიუთითებს
ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი: საქართველოს შსს-ს მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების ნების არსებობაზე მიუთითებს
15:23 10.10.2018
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამოუკიდებელი ექსპერტის - ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის შეფასებით, 2018 წლის დასაწყისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების ნების არსებობაზე მიუთითებს.



ექსპერტის განცხადებით, სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების მონიტორინგის მანდატით დეპარტამენტის აღჭურვამ ამ დანაშაულების გამოძიებისადმი სამინისტროს მიდგომა სხვა ხარისხში აიყვანა.



ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი მიესალმება სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტების სათანადოდ და ეფექტიანად გამოძიების შესახებ სამინისტროს გაცხადებულ პოლიტიკას.



აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, 9 თვის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის 95 ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, სისხლის სამართლის 80 საქმეში გამოიკვეთა გენდერის/სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო 11 საქმეში - სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. 4 საქმეში კი დანაშაულის ჩადენა განხორციელდა ეთნიკური და რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით.



2018 წლის 9 თვის განმავლობაში, გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენის შემთხვევები, ოფიციალური მონაცემებით, გაორმაგებულია. საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 44 პირის მიმართ დაიწყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა