logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ
სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ
13:44 09.10.2018
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მიმდიანრე წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში ცვლილებები შევიდა და ყველა ბრალდებულსა და ყველა მსჯავრდებულს საპატიმროში მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა. ცვლილებების შედეგად, ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი, რომლის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ.

აქამდე, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მაცივრის შეძენის უფლება მხოლოდ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს ჰქონდათ. შესაბამისად, ამ უფლებით ვერ სარგებლობდნენ ბრალდებულები, საქართველოს 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები და 5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა ნაწილი.

ახალი ცვლილებების თანახმად, მაცივრით სარგებლობას ყველა პატიმარი შეძლებს, თუკი საკნის ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა (საკანში არსებული ფართი, ელექტროსადენების მდგომარეობა). ასევე, წინასწარი ნებართვის გაცემისას, დაწესებულების დირექტორი შეაფასებს, აქვს თუ არა ბრალდებულს/მსჯავრდებულს თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილება, ან ჰქონია თუ არა სუიციდის მცდელობა და მხედველობაში მიიღებს სხვა ობიექტურ გარემოებებს პატიმრის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანებებით პატიმრისათვის მაცივრის ჩამორთმევა იკრძალება მხოლოდ იმიტომ, რომ მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი.

„მოცემული ნივთის ქონა ჯანსაღი საკვების მიღების უფლებას უკავშირდება და პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი საწინდარია. ამიტომაც აიკრძალა მაცივრის ჩამორთმევა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პატიმარი დაწესებულებაში ქცევის წესებს არღვევს,“ - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მაცივრით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს პატიმარი, თუ გამოვლინდა ამ ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი, ან თუ მაცივრით სარგებლობისას პირი არღვევს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს, ან კიდევ თუ მაცივარი ან მისი ნაწილები გამოიყენება იმგვარად, რომ საფრთხე ექმნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით მაცივარი გადაეცემა პატიმრის ოჯახის წევრს ან შესანახად მოთავსდება დაწესებულების საწყობში პირის გათავისუფლებამდე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა