logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის თანამშრომლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამოქალაქო სექტორს მადლობა გადაუხადა
გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის თანამშრომლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამოქალაქო სექტორს მადლობა გადაუხადა
13:44 09.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

„ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საფუძველზე ბუნებრივად შეიქმნა გარკვეული პლატფორმა სამოქალაქო სექტორსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის. ამ თანამშრომლობისთვის მე, პირველ რიგში, გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებთან ერთადაც ეფექტურად ვმუშაობთ. ჩვენ ხშირად ვდაობთ, ხანდახან გვაქვს ძალზედ მწვავე დისკუსიები, ზოგ თემებში ვთანხმდებით, ზოგ თემებში ვერ ვთანხმდებით, თუმცა ვთვლით, რომ სამოქალაქო წარმომადგენლების ფაქტორი დღეს ჩვენ ქვეყანაში, დემოკრატიის განვითარების ამ ეტაპზე, ინსტიტუტების გაძლიერებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ინსტიტუტების უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის. ამ ბალანსის შექმნა შეუძლებელია მსგავსი თანამშრომლობის გარეშე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს აქ ხართ, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ვერ შევძლებთ ამ სამოქალაქო გარემოს განვითარებას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი პასუხისმგებლობის დოზაც, დონეც და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად მწვავე დისკუსიებისა და ზოგჯერ მწვავე შეფასებებისა ამას ცალსახად გვაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ.

ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლებს და ასევე, ყველა იმ ადამიანს და იმ ორგანიზაციას, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ღონისძიების ჩატარებას. მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენენ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთთან მწვავედ ვისაუბროთ, ზოგჯერ დავეთანხმოთ ერთმანეთს, ზოგჯერ არა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა