logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: შემაკავებელი ორდერების გაცემა, თვითონ მომართვიანობა პოლიციელებისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და მიუთითებს ნდობის გაზრდაზე
გიორგი გახარია: შემაკავებელი ორდერების გაცემა, თვითონ მომართვიანობა პოლიციელებისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და მიუთითებს ნდობის გაზრდაზე
13:16 09.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა, რომლის განცხადებითაც პოლიციელებისადმი მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია და ეს თავისთავად ნდობის გაზრდაზე მიუთითებს.

„ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან 9 თვე გავიდა და ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, გარკვეული შედეგები, მიღწეული ამ ადამიანების მიერ გაწეული შრომის და დავგეგმოთ მომავალი გეგმები.

ჩვენ ამ ღონისძიებით ვიწყებთ საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გარკვეულ შეფასებებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას თქვენთან ერთად რა თქმა უნდა, აქტუალური თემები განვსაზღვროთ მომავალი 2019 წლისთვის.

მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს რეფორმების ნუსხა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რომელიც მოიცავს შინაარსობრივ ცვლილებებს, რეფორმებს, სტრუქტურულ რეფორმებს და რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც უნდა შექმნას ჩარჩო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

ამ რეფორმების პირველი ნაბიჯი გახლდათ, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. ეს არ იყო შემთხვევითი, ჩვენ მაშინაც ვთქვით და დღესაც აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძალიან მკაფიოდ და კარგად გვესმის, რომ არანაირ წარმატებებს, ვერანაირ მიღწევებს კრიმინალთან ბრძოლაში ვერ ექნება ფასი ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის ის სტანდარტი, რომელიც დღეს გვაქვს. რაც მთავარია, ჩვენ ეს სტანდარტი უნდა ავამაღლოთ.
ამიტომ, წინაპირობა როგორც სხვა ყველა რეფორმის დაწყების და შედეგების მიღწევის - ჩვენ შევქმენით ეს დეპარტამენტი და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯი. რა თქმა უნდა ამ დეპარტამენტის ფუნქცია გახლავთ და გახლდათ ზედამხედველობა გაუწიოს კონკრეტულ სპეციფიურ საქმეებს. შინაარსობრივად ეს იყო პირველი დეპარტამენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა ხარისხის კონტროლი. ამას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამე თუ სწორად ამ ნაბიჯმა მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ გარკვეულ შედეგებზე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა