logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა ხატიაშვილი: 2 წუთიან და 6 წამიან დამონტაჟებულ სიუჟეტში 7 სხვადასხვა საუბარი იყო გაერთიანებული
ზაზა ხატიაშვილი: 2 წუთიან და 6 წამიან დამონტაჟებულ სიუჟეტში 7 სხვადასხვა საუბარი იყო გაერთიანებული
12:50 09.10.2018
„ომეგა ჯგუფის“ გარშემო გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა დღეს ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს ალტერნატიული დასკვნა გაასაჯაროვა.

მისი თქმით, გავრცელებული ვიდეოჩანაწერები დამონტაჟებულია და ვიდეოში ასახული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტელეკომპანია „იბერიასა“ და „რუსთავი2“-ის ეთერში გავიდა დამონტაჟებული, პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაცია. ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეეფერებოდა სიმართლეს და მივმართავდით ცნობილ საექსპერტო დაწესებულებებს, რომ მიგვეღო დადასტურება იმისა, რომ მოხდა ვანო ჩხატიშვილის წინააღმდეგ შავი პიარ-კამანიის აგორება. ჩვენ ლონდონის ყველაზე ორ ცნობილ საექსპერტო დაწესებულებას მივმართეთ.

გახსოვთ, რომ ჩვენ 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას პოლ-ბეიკერის დასკვნა გავაცანით. ის ცნობილი ექსპერტია, რომელსაც 400-მდე ექსპერტიზა აქვს ჩატარებული და 30 წლიანი სტაჟი აქვს. მან მართლაც შოკისმომგვერელი რამ დაასკვნა, რაც უპრეცედენტო სიბინძურე იყო ქართულ სატელევიზიო სივრცეში. მან განაცხადა, რომ 2 წუთიან და 6 წამიან დამონტაჟებულ სიუჟეტში 7 სხვადასხვა საუბარი იყო გაერთიანებული, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით.
ვინაიდან, ჩვენ განვაცხადეთ რომ მივმართეთ დიდ ოთხეულში შემავალ ექსპერტიზის ბიუროს, ჩამოვიდა ამ ბიუროს დასკვნა.
მე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რომ ეს არის ექსპერტიზის ბიურო დილიჯენსი. ამ ბიუროში ექსპერტიზას ატარებს სკოტლანდ იარდი, ინგლისის უზენაესი სასამართლო, სამეფო ოჯახი და ასე შემდეგ. ეს ყველაზე ცნობილი საექსპერტო დაწესებულებაა.

მინდა წარმოგიდგინოთ ამ ექსპერტის ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ეს არის ვუილიამ ვებსეტი. ის 1978-1987 წლებში ამერიკის ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი იყო. 1987-1991 წლებში ცენტრალური სადაზერვო სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ. ეს ადამიანი ცნობილია, როგორც ლეგენდა, რომელმაც საბჭოთა რეჟიმის ჩამოქცევაში და ბერლინის კედლის დანგრევაში დიდი როლი ითამაშა.

ეს არის ის ადამიანი, ვისაც ჩვენ მასალები საექსპერტოდ გადავუგზავნეთ. მე გავაგზავნე ის ინფორმაცია, რომელიც გასული იყო ეთერში. ექსპერტიზამ დაადასტურა რომ ის სამ ფაილში, სამ ჩანაწერში, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელმაც მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახა, რამოდენიმე მონტაჟი იყო განხორციელებული. განა მარტო წინადადებები იყო გადაბმული იყო სიტყები გადაადგილებული, დამონტაჟებული.

ჩვენ ვიცოდით, რომ თავიდანვე ტელეკომპანიებმა დამონტაჟებული მასალა გაუშვეს. ამიტომ, ჩვენ ორივე ტელეკომპანიას შევთავაზეთ გამოსულიყვნენ და ბოდიში მოეხადათ. ვინაიდან არც ერთმა არ მოიხადა ბოდიში, ჩვენ ასევე მივმართეთ დიდი ხუთეულის აუდიტორულ კომპანიას, რომელიც ითვლის ზარალს თუ რა ზარალი მიადგა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს „რუსთავი2“-ისა და „იბერიას“ მიერ გავრცელებული და დამონტაჟებული პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციით და ჩვენ დავიწყებთ სასამართლო დავას პირველ რიგში ლონდონში და შეიძლება საქართველოშიც ამ ზიანთან დაკავშირებით.

ჩვენ ამით გვინდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ ამგვარი დამონტაჟებული ტელესერიალების გავრცელება საქართველოში შეწყდეს და ადამიანებმა ბოლოსდაბოლოს არ იხილონ ის, რაც სინამდვილეში არ ხდება.

ასევე, მე მინდა განვაცხადო ერთი რამ, გაყიდული სამარცხვინო პოლიტიკოსები გამოდიან და ამ დასკვნას აყენებენ ეჭვქვეშ, მე მინდა მივმართო ტელეკომპანიებს, რომელებიც იჩემებთ რომ პროდასავლური ტელეკომპანიები ხართ. ვუილიამ ვებსეტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ დასკვნას არ ენდობით, გამოგყავთ ნატო ჩხეიძე, რომელიც ჩადის მოსკოვში და ჩვენს მტერს და ოკუპანს პარლამენტში ართმევს ხელს და ამ ადამიანის განცხადებას უკავშირებთ საექსპერტო ბიუროს დასკვნას. ეს მე მგონი არ არის პროდასავლურობა, ეს უფრო პრორუსობაა.
ასევე, ყველა ის სამარცხვინო დეპუტატი, რომელიც გამოვიდა და ექსპერტიზის დასკვნა დააყენა ეჭვქვეშ..... ჩვენ მივმართავთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოს და ვითხოვთ, რომ ეს სამარცხვინო დეპუტატები არ იქნენ შეშვებულები მათ ქვეყნებში, ისევე, როგორც რუსი ოლიგარქები, რომლებსაც სავარაუდოდ ფული აქვთ მიტაცებული და ბინძურ ქმედებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული“- განაცხადა ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა