logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეუჩერდათ
ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეუჩერდათ
13:23 08.10.2018
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს სოფელ ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2018 წლის 7 ოქტომბერს სოფელ ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის (მათ შორის სამხრე კამერების ჩანაწერების) პირველადი შედეგებით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები მოძრაობდნენ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სოფელ ახალსოფელში, რა დროსაც შენიშნეს ავტომანქანა „ფორდი“ სახელმწიფო ნომრით DBT- 834, რომელსაც მართავდა მოქალაქე ა.ლ., დაბადებული1957 წელს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით აღნიშნულ მოქალაქეს მოსთხოვეს მანქანის გაჩერება. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ უარი განაცხადა შემოწმებაზე, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შემოწმებაზე. ვინაიდან გადამოწმების შედეგად მოქალაქე ა.ლ.-ს არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა და განაგრძო პატრულირება სამოქმედო ტერიტორიაზე. მოქალაქე ა.ლ. კი დარჩა თავის საცხოვრებელ სახლთან.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, საპატრულო პოლიციას დასახმარებლად მიმართეს მოქალაქეებმა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ.. პატრულ-ინსპექტორებმა, დახმარების მიზნით, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მოქალაქე ა.ლ. გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა.

საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. გამოძიების დასრულებამდე, პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა