logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს-მ 10 თვეში ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 192 პირი დააკავა
შსს-მ 10 თვეში ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 192 პირი დააკავა
15:02 05.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 თვეში ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179 მამაკაცი დააკავა.

აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ზ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიების წინასწარი მონაცემებით ამოღებულია: 6800 აბი „ექსტაზი“, 1 კილოგრამი „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „LSD“ ფირფიტები. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებისას შეჩერებულ იქნა ავტომანქანა. მგზავრების პირადი ჩხრეკისას, ფეხსაცმელების ძირებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 კილომდე ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 180 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში - 3, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან საკონტროლო შესყიდვები და ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერები განახორციელეს. პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია ჰეროინი. აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული ტ.ი. და 1980 წელს დაბადებული რ.კ.

პოლიციამ, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 40 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და სხვადასხვა ვალუტა ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი 4 ავტომობილი.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179 მამაკაცი.

მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 7 თანამშრომელი,” - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა