თბილისში, გლდანის რაიონში ძლიერმა ქარმა ხე
მოგლიჯა.
შემთხვევის შედეგად ორი მანქანა დაზიანდა.
ერთ-ერთი ავტომობილი სადაზღვეო კომპანიამ უკვე გადაიყვანა, მეორე კი ამ დრომდე ხის ქვეშაა მოქცეული.
ავტომობილის მძღოლის თქმით, მას მანქანა დაზღვეული არ აქვს და ზარალის ასანაზღაურებლად მერიის იმედი აქვს.
ადგილზე მერიისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„ფაქტობრივად მანქანა შუაზეა გაყოფილი. მერიის წარმოამდგენელი იყო მოსული, მაგრამ ზარალის ანაზღაურებაზე უარი გვითხრა. შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმოამდგენელიც მოვიდა და გვითხრა რომ მერის სახელზე უნდა დაიწეროს განცხადება და შეიძლება რაღაც გაკეთდესო. ანუ ზუსტად მაინც ვერაფერს გვეუბნებიან,“ - განაცხადა დაზარალებულმა.

















