logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სუს-ის უფროსის მოადგილე რეგიონული უსაფრთხოების მესამე საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
სუს-ის უფროსის მოადგილე რეგიონული უსაფრთხოების მესამე საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
11:34 05.10.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმზე: „შავი ზღვის რეგიონული და გლობალური ბირთვული წესრიგი“ სიტყვით გამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო ფორუმის მიზანია რეგიონში ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეწყობა, ასევე, გლობალური და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: შავი ზღვის რეგიონის ბირთვული უსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები; საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ძალისხმევა ბირთვული ტერორიზმის საფრთხის შემცირებისთვის; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირება და რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრმა ირაკლი მჭედლიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვივიანა სანდბერგმა.

ფორუმის ორგანიზატორია სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო თანაორგანიზატორები არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყნები აქტიურად არიან ჩართული „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესში.

„ძალისხმევა ჩვენი უწყებისა და ქმედებები, ბირთვული საფრთხეების პრევენციის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონალურ ჭრილში. ის საერთაშორისო გამოცდილება, რაც თავის დროზე ჩვენმა სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააგროვა ამ მიმართულებით, დღეს ამ გამოცდილების გაზიარება შეუძლია და წარმატებით იზიარებენ ჩვენი კოლეგა უწყებები სხვადასხვა ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიც. საქართველოს მაგალითი მათთვის არის სანიმუშო, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისა და უწყების მაგალითი ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა.
„ისეთ ტექნიკურ საკითხებზე ვიმსჯელებთ, როგორიც არის საზღვრების უსაფრთხოება, როგორიც არის ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება და როგორ ახერხებენ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იმ არსებულ გამოწვევებთან და საფრთხეებთან გამკლავებას, როგორი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, როგორი უნარები და შესაძლებლობები არსებობს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების, რომ ამ საფრთხეებთან გამკლავების სამოქმედო გეგმები, სტრატეგიები არსებობდეს და უნარი არსებობდეს“- განაცხადა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელმა, შორენა ლორთქიფანიძემ.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და კონტრტერორიზმის მიმართულებებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები და რეგიონი უფრო უსაფრთხო გავხადოთ.

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული იარაღის მოხვედრის საფრთხე ტერორისტების და სხვა შეიარაღებული აქტორების ხელში რეალურია. შავი ზღვის რეგიონი ამ გამოწვევის წინაშე დგას. ამერიკის შეერთებულ შტატები დიდი ხანია თანამშრომლობს საქართველოსა და რეგიონის სხვა პარტნიორებთან ამ საფრთხეების შესამცირებლად. მოხარულები ვართ, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან კონფერენციას მესამედ მართავს, სადაც ამ მიმართულების ექსპერტები იმსჯელებენ თანამშრომლობის გაზრდაზე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე , რისი მიზანიც არის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების კონტრაბანდის და არასწორ ხელში მოხვედრის პრევენცია, რაც რეგიონს და მსოფლიოს უფრო დაცულს გახდის“- განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ.

„საფრანგეთსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესანიშნავი თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. მე ვფიქრობ, გვაქვს ორმხრივი ნდობა ორ უწყებას შორის, იმართება ბევრი ტრენინგი და ხშირია ექსპერტების ურთიერთგაცვლა. უდაოდ სიამაყის საფუძველია ჩვენთვის უსაფრთხოების სამსახურთან ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა.

საფრანგეთს სურს, რომ ამ რეგიონში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. ტერორიზმთან ბრძოლის და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მიმართულებით ძალიან აქტიურები ვართ. როგორც იცით, მომავალ წელს ჩვენ ვიქნებით მასობრივი იარაღის და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა და ამ მიმართულებით ავიღებთ ინიციატივებს. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ საქართველო, რომ შემოუერთდეს საერთაშორისო თანამშრომლობას ქიმიური იარაღის გამოყენების დაუსჯელობის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ერთიანი ამ საკითხზე იმიტომ, რომ საფრთხე არსებობს“- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა