ხაშურის რაიონულ სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა, მძევლად აიყვანა და მისი
გათავისუფლების სანაცვლოდ, ფულს ითხოვდა.
პოლიციამ ინციდენტი მალევე გაანეიტრალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
პატიმარი, რომელიც გაქცევას ცდილობდა, ციხეში გადაიყვანეს.

















