logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„მაესტროს“ ადვოკატებმა სატელიტური ანტენების მესამე პარტიის დაყადაღების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
„მაესტროს“ ადვოკატებმა სატელიტური ანტენების მესამე პარტიის დაყადაღების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
13:38 24.07.2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ იურისტები იუსტიციის მინისტრს წერილობით მიმართვას გაუგზავნიან. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა.

მისი თქმით, წერილის საშუალებით, „მაესტროს“ წარმომადგენლები საერთაშორისო სკანდალის თავიდან ასაცილებლად, დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ, რადგან ადვოკატის განმარტებით, დარღვეულია არა მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობა, არამედ, საქართველოს კონსტიტუცია, ევროკონვენცია, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და ყველა ის მუხლი, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას ეხება.

„ჩვენ მივმართავთ იუსტიციის მინისტრს წერილით, რომ თავად პროკურატურამ თავისივე შუამდგომლობით, მიმართოს სასამართლოს და როგორც დაყადაღება მოითხოვა, ასევე ნებაყოფლობით მოითხოვოს ყადაღის მოხსნა, რათა თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო სკანდალი. შეუძლებელია, არსებობდეს გონივრული ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ერთადერთი, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ ინფორმაციის გავრცელება უკანონოდ იზღუდება“- განუცხადა „ნიუსპრესს“ გაბუნიამ.

მისივე ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების კიდევ ერთი - მესამე პარტია 22 ივლისის განჩინების საფუძველზე დაყადაღდა. აღნიშნული გადაწყვეტილება „მაესტროს“ ადვოკატებმა დღეს გაასაჩივრეს.
რაც შეეხება „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მაკა ასათიანის პოზიციას, გაბუნიას განმარტებით, ასათიანი „მაესტროს“ დაფინანსებას გააგრძელებს.

„ის, რაც ტელეკომპანიის გარშემო ხდება, მაკა ასათიანს უკანონობად მიაჩნია და იმედი აქვს, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლთა მხარდაჭერით და დიპლომატიური კორპუსის ზეწოლით, „მაესტროს“ ანტენებს ყადაღა მოეხსნება“- აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე ცნობით, 26 ივლისს ბრიფინგი გაიმართება, სადაც „მაესტროსთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე განმარტებებები გაკეთდება და გეგმების შესახებ გახდება ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების პირველი პარტია 11 ივლისს დააყადაღა. პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენების შემოტანის ფაქტი დაადგინა. პროკურატურის განცხადების თანახმადვე, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ ანტენებს მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად გამოიყენებენ, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა. პროკურატურის განცხადებით, ყადაღის გამოყენების ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვას და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა