logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა ხატიაშვილი: ლონდონის საექსპერტო ბიურომ დაასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია
ზაზა ხატიაშვილი: ლონდონის საექსპერტო ბიურომ დაასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია
19:28 01.10.2018
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ლონდონის ერთ-ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია.

როგორც ხატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ცნობილი ექსპერტისგან მიიღო დასკვნა, სადაც წერია, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული.

„ერთი კვირის წინ, როგორც ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა, გავმართე ბრიფინგი და გავაკეთე განცხადება, რომ ტელეკომპანიების „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს იყო მონტაჟი.

აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მივმართე ლონდონის ყველაზე ცნობილ საექსპერტო ბიუროს. ექსპერტიზა ჩაატარა ბატონმა ბეიკერმა, რომელიც არის საკმაოდ ცნობილი ექსპერტი. დღეს მივიღე მართლაც შოკისმომგვრელი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია – „ჩემი პროფესიული დასკვნით, სამივე ჩანაწერზე, ამ სფეროში მოღვაწე სტანდარტული შემოწმებისა და გამოკვლევის ჩატარებით, აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. ჩემი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალიან მყარ საფუძველს, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა“-ამბობს ბეიკერი.
ჩვენ გავაგზავნეთ სამი ფაილი, სადაც ფიგურირებდა ვანო ჩხარტიშვილი. პირდაპირ სურათები გამოაგზავნა ბეიკერმა, სადაც აღნიშნულია სად ხდება მონტაჟი. მესამე ჩანაწერზე ფიქსირდება სკანდალური ფაქტი – ორწუთიან და ექვსწამიანმონაკვეთში დაფიქსირებულია ექვსი მონტაჟი და შვიდი სხვადასხვა საუბრის გაერთიანება. ეს არის ჩემი აზრით უპრეცენდენტო სიბინძურე, რომელსაც ქართულ მედიაში ანალოგი არ ჰქონია. ეს რომ მე სამხარაულში შემეკვეთა, ვიტყოდი, გარკვეულწილად სამხარაულმა გასცა არასწორი დასკვნა, მაგრამ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტიზის ბიურო“,- განაცხადა ხატიაშვილმა.

ამასთან, ხატიაშვილის თქმით, მას ასევე ოთხ სხვადასხვა გავლენიან ექსპერტიზის ბიუროში აქვს შეკვეთილი უფრო დეტალური ექსპერტიზა.

ზაზა ხატიაშვილი „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
„მინდა მოგმართოთ ორ ტელეკომპანიას, რომელთა მაყურებელი მეც გახლავართ, „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს, ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ თქვენ უნდა მოუხადოთბოდიში ვანო ჩხარტიშვილს, რომ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა მის პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას“,- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა