logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა
ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა
20:17 28.09.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და ,,ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის” ბრალდებულ ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, ლ.გ.-ს, თ.ვ.ს, მ.დ.-ს და გ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში მ.დ.-ს ,,კანონიერი ქურდების“ მიერ ქურდული სამყაროს კრიმინალურ იერარქიაში მიენიჭა ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი. მას კანონიერი ქურდების დავალებით, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორგანიზება უნდა გაეკეთებინა ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებისთვის, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
დავალების შესაბამისად, 2018 წლის მაისის ბოლოს მ.დ.-მ ქურდული სამყაროს აქტიურ წევრებს თ.ვ.-ს და ლ.გ.-ს, ასევე ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს შეატყობინა, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით დაინიშნა ე.წ. „მაყურებლად“ წალკის რაიონში და კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების მიხედვით ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზება შეუთანხმა.

ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას ორგანიზებული ხასიათი რომ ჰქონოდა, მ.დ.-მ და თ.ვ.-მა მოაწყეს ე.წ. „ქურდული შეკრება“ სადაც განიხილეს დადაადგინეს, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა წალკის რაიონის მაცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ყოველი თვის 10 რიცხვში, ხოლო იმ პირებს, ვისაც ხელფასი ერიცხებოდათ ბანკში, თანხის ჩარიცხვის მომდევნო დღეს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მ.დ.-მ და თ.ვ.-მ შეატყობინეს ქურდული სამყაროს მხარდამჭერებს ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, გ.ო.-ს და სხვებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში და თავადაც უშუალოდ შეიტანეს საკუთარი თანხა ე.წ. „ქურდულ საერთოში“.

მ.დ., თ.ვ. და ლ.გ. ქურდული სამყაროს მხარდამჭერების - ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, გ.ო.-ს და სხვების დახმარებით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, 2018 წლის მაისი-აგვისტოს თვეში ორგანიზებას უწევდნენ წალკის მუნიციპალიტეტში და სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას, ქურდული სამყაროს მიზნებისთვის. ისინი სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, ინტერესდებოდნენ ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების მიმდინარეობით და განიხილავდნენ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, შეგროვებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხის ქურდული სამყაროს მიზნებისთვის წარმართვის საკითხს.
მ.დ.-ს და თ.ვ.-ს ხელმძღვანელობით წალკის რაიონის მცხოვრებლებისგან ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით 2018 წლის ივნისი-აგვისტოს თვეში შეგროვდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, რომელიც „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით 2018 წლის 6 აგვისტოს ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ ოჯახის წევრს გადაერიცხა.
ექვსივე პირი გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2018 წლის 27 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. მ.დ.-ს და თ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2232-ე მუხლით (“ქურდული სამყაროს“ წევრობა და ,,ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის”); ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, გ.ო.-ს 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით (“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა); ხოლო ლ.გ.-ს 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული პირებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7-მდე და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“-აცხადებენ პროკურატურაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა