რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, ქალაქ კისლოვოდსკში მოკლულებს დღეს დაკრძალავენ.
ამ დრომდე უცნობია სად დაიკრძალება 19 წლის ქართველს, რომელიც პეტერბურგიდან კისლოვოდსკში ბებიასთან სტუმრად იყო ჩასული.
შემთხვევა ქუჩაში, ერთ-ერთი კაფეს წინ მოხდა, როდესაც ქართველი ახალგაზრდა სომეხ და ყარაჩაელ მეგობრებს ესაუბრებოდა, მათ თავს სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაზაკების ჯგუფი დაესხა.
ინციდენტის დროს ქართველი და სომეხი ეროვნების 26 წლის ახალგაზრდა დაიღუპნენ, ხოლო მათი მეგობარი მძიმედ დაიჭრა.
ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლი დაემატა.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელშიც 15 ადამიანი მონაწილეობდა.

















