ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორ წლამდე ასაკის ბავშვი
გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ტაქსით გადაადგილდებოდნენ და მძღოლი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
დაშავებულები დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
„გარდაცვლილის გარდა სამი ბატარა ბავშვი. როგორც ვიცი, რეანიმაციაში არიან გადაყვანილები, მძმედ არიან დაშავებულები“ - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

















