logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
19:23 25.09.2018
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატების მორიგ განცხადებას პასუხობს.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ის თავად მსჯავრდებულის ადვოკატებმა გახადეს საჯარო და უფრო მეტიც, დაიწყეს როგორც პატიმრის ოჯახის, ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მსჯავრდებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ივანე მერაბიშვილის ადვოკატებისა და მხარდამჭერების მიერ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები ზიანს აყენებს ისეთ სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც სრულიად აპოლიტიკურია და რომელსაც ათასობით პატიმრის ბედი აქვს მინდობილი.
შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ საჯაროდ აცხადებს, რომ განცხადება, თითქოს მსჯავრდებულს მკურნალობა არ უტარდება არის მიზანმიმართული სიცრუე, რომლის საპირისპიროდაც, მიზანშეწონილად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ი. მერაბიშვილისთვის ჩატარებული მკურნალობის შესახებ.

იმედს გამოვთქვამთ, ამით წერტილი დაესმება პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობით პოლიტიკური მანიპულაციების მცდელობას.

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ივანე მერაბიშვილმა პირველად მიმართა პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალს ჩივილებით: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი და წვა შუბლისა და ჰაიმორის წიაღის არეში, გამონადენი ცხვირის ღრუდან. ექიმის მიერ მიეცა რეკომენდაცია მედიკამენტური მკურნალობის თაობაზე პრეპარატებით - ნაზონექსი, კოკლავი სინუპრეტ - ფორტე. დაიგეგმა ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია და ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია.



6 აგვისტოს მსჯავრდებულს ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა, მიეცა რეკომენდაცია - ცხვირის ღრუს დათვალიერება რინოსკოპით.

7 აგვისტოს გაკეთდა ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია. ასევე, ივანე მერაბიშვილს ნევროპათოლოგის კონსულტაცია გაეწია და დაესვა დიაგნოზი: სამწვერა ნერვის I, II ტოტების ირიტაცია. ამასთან, დაიგეგმა ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ნევროლოგის დანიშნულებით გაუგრძელდა მკურნალობა.

13 აგვისტოს მსჯავრდებულს ოფთალმოლოგის კონსულტაცია გაეწია და დაესვა დიაგნოზი: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი; მიეცა დანიშნულება, რომელიც მიეწოდა 14 აგვისტოს.

მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი, ოტო-რინო-ლარინგოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, გაყვანილ იქნა " ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრი ჯაფარიძე - ქევანიშვილის კლინიკა"-ში, დამატებითი კონსულტაციისა და გამოკვლევების მიზნით, სადაც ჩაუტარდა ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევები. დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი და დაენიშნა მკურნალობა: ნაზონექსი 60 დღე, ნიქსარი 14დღე. მკურნალობა დაიწყო დროულად.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ოკულისტის რეკომენდაციის საფუძველზე, მსჯავრდებული " ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში" დამატებითი კონსულტაციისა და გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად მას დაუდგინდა დიაგნოზი: ქრონიკული ბლეფარო-კონიუნქტივიტი და დაენიშნა მკურნალობა: ბლეფარეტეს ერთჯერადი თვალსაწმენდი - 1თვე; კეტოფტილი- 3კვირა; რონიკი- 2კვირა; მაქსიდექსის თვალის მალამო - 1თვე. დანიშნულება მიეწოდა დროულად.

29 აგვისტოს მსჯავრდებულს ჩაუტარდა თირკმლის და საშარდე გზების ექოსკოპიური კვლევა, რა დროსაც პათოლოგია არ დაფიქსირებულა.

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, პაციენტი განმეორებით კონსულტირებული იყო ოფთალმოლოგის მიერ, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც, 12 სექტემბერს, იგი გადაყვანილ იქნა შპს „ნიუ ჰოსპიტალს"-ში, დამატებითი გამოკვლევებისა და კონსულტაციის მიზნით. აღნიშნულ კლინიკაში მას ჩაუტარდა: ნევროლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გულ-მკერდის რენტგენოგრაფია, თავის ტვინის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა. დაესვა დიაგნოზი: ნაწილობრივი ფტოზი, ბლეფარო-კონიუნქტივიტი, დაბალი ხარისხის მიოპია, ჰორნერის ნიშანი მარჯვნივ. სხვა რაიმე პათოლოგია, მათ შორის სიმსივნური, არ გამოვლენილა. მიეცა დანიშნულება ოფთამოლოგის მიერ, რომელსაც აგრძელებს დღემდე, გარდა ამისა, მიზანშეწონილად ჩაითვალა კისრის მიდამოს დაზოგვა და მიეცა რეკომენდაცია პერიოდულად კისრის ფიქსატორი საყელოს ტარება, რომელიც მსჯავრდებულს მიწოდებული აქვს.

14 სექტემბერს მსჯავრდებული კონსულტირებულ იქნა შპს ,,ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე - ქევანიშვილის კლინიკის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგის მიერ, რომელმაც დაადასტურა არსებული დიაგნოზი და გაუგრძელა დანიშნული მკურნალობა.

20 სექტემბერს კონსულტირებულ იქნა ნევროპათოლოგის მიერ, რომელმაც ასევე დაადასტურა არსებული დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი და გასცა გარკვეული დამატებითი რეკომენდაციები (გულმკერდის მრტ კვლევა და კისრის სისხლძარღვების მრ ანგიოგრაფია).

აღნიშნული გამოკვლევები მსჯავრდებულს მიმდინარე კვირაში ჩაუტარდება.

20 სექტემბერს მსჯავრდებულს ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია გაეწია, რომელმაც ასევე დაადასტურა არსებული დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი და გაუგრძელა დანიშნული მკურნალობა (ნაზონექსი).
21 სექტემბერს ივანე მერაბიშვილს ოფთალმოლოგის კონსულტაცია გაეწია, რომელმაც ასევე დაადასტურა ზემოაღნიშნული დიაგნოზი- ჰორნერის სინდრომი და გაუგრძელა 12 სექტემბერს დანიშნული მკურნალობა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ივანე მერაბიშვილის გაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში და დაწესებულების შერჩევა ხდება თავად მსჯავრდებულთან შეთანხმებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, რომ მსჯავრდებულისთვის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებული კვალიფიციური კონსულტაციების, შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების მიუხედავად, უზრუნველყოს ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების მიწოდება მხარის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა ამისა, ვინაიდან მსჯავრდებულის ადვოკატები გამოთქვამენ გარკვეულ ეჭვებს ივანე მერაბიშვილისთვის არასრულფასოვნად ჩატარებულ მკურნალობასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით, მისი თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია მიემართოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სომატური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე (დიაგნოზის ვერიფიცირების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით)“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა