თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ჯიხური
გაძარცვეს.
მამაკაცმა დანის მუქარით თანხის - 55 ლარის წაღება შეძლო.
თავდამსხმელს გამყიდველმა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია. მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
სამართალდამცველებს დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

















