logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ქემოკლიძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულშია
კახა ქემოკლიძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულშია
16:09 24.09.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

„ნუმბეო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და გავლენიანი კვლევითი პორტალია, რომლის 2018 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით მეშვიდე პოზიციიდან მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა და შესაბამისად, უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ამავე კვლევის მიხედვით, დაწინაურებულია ქალაქი თბილისიც, რომელმაც მე-19 პოზიციიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ნუმბეო მსოფლიოში საინფორმაციო მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს კვლევებს, მათ შორის, ჯანმრთელობის უსაფრთხოების, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით. ჩვენი შეფასებით და მოსაზრებით, საქართველოსთვის ნუმბეოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ უკანასკნელს ისეთი მსხვილი და გავლენიანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები იყენებენ და ენდობიან, როგორებიც არის, მაგალითად, „თაიმსი“, „ეკონომისტი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და სხვები“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა