თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში 75 წლის მამაკაცი ჭაჭის რეზერვუარში ჩავარდა და
გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მამაკაცი ჭაჭით სავსე 4 მეტრის სიღრმის რეზერვუარში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაცით, 75 წლის კაცი ჭაჭით სავსე ავზში მისი მორევის მცდელობისას ჩავარდა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის და სამაშველო სამსახურის მისვლამდე გარდაიცვალა.

















