logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საარჩევნო საკითხებზე ბორჯომში მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა
საარჩევნო საკითხებზე ბორჯომში მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა
15:37 22.09.2018
საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე ბორჯომში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში ქეთევან მაისურაძემ გახსნეს.

საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსები და პირადი სოციალური საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის, სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკული საკითხები და ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება - ეს ის თემებია, რომლებზეც სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო სამართლის ოფიცრის ჩართულობით მონაწილეები მსჯელობენ.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო სემინარი იმართება, რომელსაც ესწრება საერთო სასამართლოების ყველა ის მოსამართლე, რომელიც საარჩევნო საკითხებს და საარჩევნო დავებს იხილავს. ეს სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ერთგვაროვანი განხილვისა და იმ საკანონმდებლო განახლებული მოცემულობის თვალსაზრისით იყოს განხილული ყველა საარჩევნო საკითხი დავების ეფექტიანობასთან მიმართებაში. მინდა ცალსახად მადლობა გადავუხადო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამ თანამშრომლობისა და ხელშეწყობისთვის. ასევე ჩვენს ხელშემწყობ დონორ ორგანიზაციას და პარტნიორს საარჩევნო სისტემების საერთშორისო ფონდს და USAID-ს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერისთვის” - აღნიშნა თამარ ჟვანიამ მედიასთან საუბრისას.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან აღნიშნა, უკვე ტრადიციად იქცა გამოცდილების გაზიარება და ძალიან სასარგებლოა სასამართლო სისტემისთვის წინასაარჩევნოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, იმისათვის, რომ პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. „მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო დავები ძალიან შემჭიდროვებულ ვადაში იხილება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კონცენტრირებული იყოს სასამართლოს სისტემა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ხარვეზი ამ პროცესში“ - განაცხადა გიორგი მიქაუტიძემ.

ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვლმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ნორმაშეფარდებითი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას უწყობს ხელს და მისივე თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია მოსამართლეები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში.

სამუშაო შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია უზენაეს სასამართლოსთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით მართავს. შეხვედრა ორდღიანია და ბორჯომში 22-23 სექტემბერს გაიმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა