logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება
პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება
16:57 21.09.2018
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში განთავსდება: "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო.

"საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი დღეს მხოლოდ თბილისში არსებობს და "ერთი ფანჯრის" პრინციპით მოსახლეობას, დაახლოებით, 50 საპოლიციო სერვისს აწვდის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ იგივე მოდელი დავნერგოთ რეგიონებში. მეორე ასეთი ცენტრი, თბილისის შემდეგ, უკვე ქუთაისში იქნება", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება პოლიციის რეგიონულ ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლობის დაფუძნებას, ნინო ჯავახაძის თქმით, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან აკადემიაში სწავლა ხელმისაწვდომი გახდება არა მარტო თბილისის, არამედ ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

"ჩვენი გეგმაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ყველა ჩვენი პოლიციელის კვალიფიკაცია. სწორედ ამ მიზნით გავაუქმეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის უკვე მთლიანად პროფესიულ განათლებაზეა ორიენტირებული, ანუ ეტაპობრივად მოხდება ყველა ჩვენი პოლიციელის მომზადება და გადამზადება. აკადემია, ასევე, იქნება ის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემას ახალი, კვალიფიციური კადრებით. ჩვენ, აგრეთვე, უკვე შევცვალეთ სამსახურში მიღების წესიც და ამ წესით მოხდება ახალი, მოტივირებული კადრების მოზიდვა.

შესაბამისად, რეგიონული ცენტრი ყველა ამ სერვისსა და შესაძლებლობას შესთავაზებს უკვე ქუთაისში მცხოვრებ მოსახლეობას და მთელ დასავლეთ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ისე, მთლიანად იმ მხარის განვითარებისთვის", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე თქმით, საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უფრო განვითარებულია, ვიდრე მეზობელი ქვეყნების, შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე ჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიციელების მოზიდვა მეზობელი ქვეყნებიდანაც მოხდეს, რაც ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის ახალი სტიმულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის რეგიონულ ცენტრში დასაქმებულ პერსონალზეც გააკეთა აქცენტი.

"არ მოხდება თბილისში მყოფი დანაყოფების გადაყვანა ქუთაისში, შესაბამისად, პერსონალის მოზიდვა უკვე ადგილობრივი მოსახლეობიდან იქნება შესაძლებელი და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა