logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არც პარლამენტის კომპეტენციაა და არც სახალხო დამცველის
ნათია მეზვრიშვილი: სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არც პარლამენტის კომპეტენციაა და არც სახალხო დამცველის
18:23 20.09.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში კომენტარი გააკეთა.

„როდესაც სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ, ნებისმიერ ინსტიტუციას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში - ეს იქნება სახელმწიფო უწყება, სახალხო დამცველი თუ პარლამენტი, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ხოლმე განცხადებების გაკეთებას. მითუმეტეს, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ. სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არც პარლამენტის კომპეტენცია გახლავთ და არც სახალხო დამცველის; მათ შორის არც შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ეს გახლავთ პროკურატურის კომპეტენცია. ნებისმიერი იურისტისთვის კარგად არის ცნობილი - და მე ვერ ვხვდები, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები. კარგად არის ცნობილი, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა, ამიტომ ხელაღებით ამაზე საუბარი, მეც იურისტი გახლავართ, გამიჭირდება. თუ იქნება მტკიცებულებები, მათ შორის მ.კ.-ს მიმართ, რეაგირება იქნება შესაბამისი. იქ, სადაც მტკიცებულებები იყო, ისე რომ არავის ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გაუცია, არც სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაგვჭირდა და არც პარლამენტის, რეაგირება მოვახდინეთ“-განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი საქმეების ფარგლებში, 10 ადამიანის პასუხისმგებლობა არის დამდგარი, ისინი ამჟამად ბრალდებულები არიან და პატიმრობაშიც იმყოფებიან. ამიტომ თუ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ფიფიას მხრიდან კალანდიაზე ხელის დაფარებას ცალსახად გამოვრიცხავ, ჩემი აზრია ასეთი. რაც შეეხება ზოგადად დასკვნას, როდესაც მივიღებთ გავეცნობით. ვნახავთ სამართლებრივ არგუმენტებს. ჩვენთვის პოლიტიკური შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, თამამად რომ ვთქვათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება. თუ იქნება ეს ყველაფერი არგუმენტირებული, განვიხილავთ რეკომენდაციების შესრულების მიზანშეწონილობის საკითხს. მივიღებთ დასკვნას, დეტალურად გავეცნობით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ჩემთვის არ არის ეს არგუმენტები საკმარისი და დასაბუთებული გამომძიებელთან მიმართებაში, მით უმეტეს გაუგებარია რატომ ხდება აქცენტირება გამომძიებელ ფიფიაზე. სამართლებრივი არგუმენტაცია თუ იქნება, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ბუნებრივია რეაგირებას მოახდენს. თუ არგუმენტი მხოლოდ ის არის ფიფიასთან მიმართებით, რომ მირზა სუბელიანთან, მან არაერთი ზარი განახორციელა, ეს არ არის არგუმენტი და არასერიოზულია. ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე რეაგირებას არ მოახდენს“-აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა