logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით შსს-ს აქვს და ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება
გიორგი გახარია: მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით შსს-ს აქვს და ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება
16:23 18.09.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამინისტროს მარიხუანას მოხმარების რეგულირების ეფექტური კონტროლის საშუალება გააჩნია.
მისივე თქმით, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

„ჩვენი მიზანი მდგომარეობდა და ამ ნაბიჯის და საკანონმდებლო ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტი იყო მარიხუანას მოხმარების დარეგულირება, რეგლამენტირება - რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ შევქმენით კანონი, სადაც წერია, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი, თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან და მართავს მას, ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ახლა წარმოიდგინეთ, ეს რამხელა ცვლილებაა მენტალიტეტში. საზოგადოებაში აღქმული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი ლეგალიზება, და ვთქვით, რომ თუ ადამიანი იქნება კლინიკური ზემოქმედების ქვეშ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასამართლოს ეძლევა უფლება, მას მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის გარკვეულ პროფესიებზე - ექიმი, ადვოკატი, საჯარო სამსახურში დასაქმებული და ა.შ.

რეალურად, ჩვენ, მარიხუანის მოხმარების ნაწილში, იქ, სადაც სრული ქაოსი და დაუსჯელობა გვქონდა, გავაჩინეთ საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების ძალიან დიდი ინსტრუმენტი. ჩათვალეთ, რომ ხდება გარკვეული ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებაზე, როდესაც ადამიანი იღებს პირველ გადაწყვეტილებას მოიხმაროს ეს ნივთიერება თუ არა; რაც, რა თქმა უნდა, არის ძალზედ მავნე მისთვის. ჩვენ მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები გავატარეთ და ვთქვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ეფექტური კონტროლის საშუალება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი.

ასევე, ვთქვით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები, სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს და ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება და ასევე, ერთხელ ვთქვი ხაზგასმით, რომ ეს რეგულირების ნაწილში გავაკეთეთ. პირიქით, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტურად. ეს არის და ეს. სხვა ყველა შეკითხვა თუ არსებობდა და არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და შეკითხვებს პასუხები გაეცემა. ფართო პლათფორმაზე, რომელზეც გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იქნება მიღებული. ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ რეგულირების ნაწილში არანაირი კითხვები არ არსებობს და ეს უნდა გავაკეთოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა