logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
14:50 13.09.2018
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მერაბიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის კლინიკიდან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დანიშნული აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. ა.წ. 12 სექტემბერს, პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის გადაწყვეტილებით, მიმდინარე მკურნალობის შედეგების შეფასების მიზნით, ივანე მერაბიშვილი N9 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც თავად მსჯავრდებულთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. ივანე მერაბიშვილი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 12 სექტემბერს 19.00 საათზე მიიყვანეს, მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც 20:55 საათზე მსჯავრდებული კვლავ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა.
დღეს, 13 სექტემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსისგან“ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები მიიღო. ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ადვოკატის თხოვნის დასაკმაყოფილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილისგან მოიპოვა ოფიციალური თანხმობა, რათა მისი პირადი სამედიცინო ინფორმაცია მის ადვოკატს გადასცემოდა. ივანე მერაბიშვილის ადვოკატს მსჯავრდებულისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები და დიაგნოზი ფოსტით უკვე გაეგზავნა და განემარტა, რომ იგივე დოკუმენტაცია შეუძლია გაიტანოს ხელზეც.
რაც შეეხება დიაგნოზს, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ არის უფლებამოსილი მსჯავრდებულის პირადი ინფორმაცია გაასაჯაროოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა