საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან არასაიმედოობის მოტივით, პროფესიონალი კადრების დათხოვნის
პროცესი მიმდინარეობს - აღნიშნული განცხადება დღეს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა ქობულეთის პროფესიული კოლეჯიდან საკუთარი დის თამარ კაიკაციშვილის დათხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, კადრების დათხოვნის პროცესი მინისტრის „მკაფიო პოზიციას და რეაგირებას მოითხოვს და ამასთანავე აუცილებელია ამის შეჩერება“.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, სამართალწარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.
კერძოდ, დაცვის მხარე მოითხოვს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ დირექტორის დავით მჭედლიშვილის ბრძანებების ბათილად ცნობას და აგრეთვე, კოლეჯის ადმინისტრაციის სხვა უფლებამოისილი პირების მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გატარებას.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საქმეში აშკარად იკვეთება პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
2012 წლის 18 ივნისს, ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ დირექტორმა,დავით მჭედლიშვილმა თავისი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი დისციპლინარული სახდელით ჯერ გააფრთხილა, 19 ივნისს კი თანამდებობიდან გაათავისუფლა სასწვალო პროცესში დაშვებული ხარვეზის მოტივით, რაც ადვოკატის განცხადებით, ტყუილია.

















