ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

















