logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
12:18 03.09.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით პატიმრომა მიუსაჯა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებულები - გ.მ. და თ.ა. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი ბაქრაძის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. და თ.ა. ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ.ბ-ს, სცემეს მას, დააგდეს ძირს და დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს მობილური ტელეფონი, 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.მ. იმავე დღეს, თ.ა. კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 6 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის), ხოლო თ.ა-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.მ.-ს განაჩენთა ერთობლიობით 10წლით, ხოლო თ.ა.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ - ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა