კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომელი ერეკლე კაჭახიძე ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
შემთხვევა მარიამობის ღამეს, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
კაჭახიძე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება ხელწერილით დატოვა
„დაფიქსირდა ტყვიის არსებობა, უცხო სხეულის, მარცხნივ საფეთქლის მიდამოში. პაციენტს შევთავაზეთ ოპერაციული ჩარევა ტყვიის ამოღების მიზნით. მან კატეგორიული უარი განაცხადა და ხელწერილით დატოვა კლინიკა“- განაცხადა ექიმმა.

















