logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დაკავებულია
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დაკავებულია
13:32 28.08.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვარკეთილის დასახლებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ძებნილი, 1989 წელს დაბადებული ც.გ. გარდაბანში დააკავა. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ღამით, შურისძიების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიყენა, მკვლელობის დროს სადარბაზოში შემთხვევით შესული 1970 წელს დაბადებული ლ.ქ. კი დაჭრა. ამის შემდეგ, ც.გ.-მ გ.ფ.-ს მეუღლე - 1985 წელს დაბადებული თ.ბ. გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მასთან ერთად მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ქ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა გატაცებული ქალი მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, მნათობის ქუჩის ტერიტორიაზე იპოვეს. თ.ბ.-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, მისი შენახვა-ტარებისა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 19-109 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა