თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 66 წლის ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითად მოსიარულე ქალი გზის გადაჭრას ცდილობდა.
„ჩვეულებრივ, ნორმალური სიჩქარით მოდიოდა მანქანა, უბრალოდ, ხიდია აქ და ქვეითი ხიდით უნდა გადმოსულიყო“- განაცხადა თვითმხილველმა.

















