კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია
ბრუკლინის ციხეში დაჭრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად დაპირისპირება შულაიასა და ლათინო-ამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა, რა დროსაც ყოფილმა ჩემპიონმა მხარი შულაიას დაუჭირა.
შემთხვევის შედეგად ხურციძესა და შულაიას ჰემატომები და სხვა ზედაპირული ჭრილობები აღენიშნებოდათ, რის გამოც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

















