logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ყაჩაღობაში ბრალდებულ აზერბაიჯანის მოქალაქეებს სასამართლომ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ყაჩაღობაში ბრალდებულ აზერბაიჯანის მოქალაქეებს სასამართლომ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
12:16 23.08.2018
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ყაჩაღობის ჩადენისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე - ჰ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე - რ.ა. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ჰ.ა.-მ, რ.ა.-მ და მათმა თანმხლებმა სამმა პირმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით, ყაჩაღური თავდასხმის განზრახვით შეაჩერეს ბათუმის მიმართულებით მიმავალი "ბე-ემ-ვე - X5" მოდელის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა.მ. და მისი ბიძა - ნ.მ.

ჰ.ა-მ და რ.ა-მ, თანამზრახველებთან ერთად, პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.მ. ჩასვეს "ტოიოტა- ლენდკრუიზერ პრადოს" მოდელის ავტომანქანის უკანა სალონში იატაკზე, ხოლო ნ.მ. გადასვეს "ბე-ემ-ვე-X5" მოდელის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები მიიყვანეს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში.

ჰ.ა., რ.ა. და მათი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.მ-ს ხელჩანთაში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ნ.მ-ს ზურგჩანთას და მასში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ამ უკანასკნელთა კუთვნილ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, ა.მ-ს კუთვნილ 700 ლარს, 200 აშშ დოლარს, 40 თურქულ ლირას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირად ნივთებს.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ დამნაშავეები გატაცებულ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად, იმავე წლის 2 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში ჰ.ა. და რ.ა. დაკავებულ იქნენ. სამართალდამცველთა მიერ ასევე ამოღებულ იქნა ყაჩაღური გზით გატაცებული თანხა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჰ.ა. და რ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ 9 - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა