საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, იოსებ
გოგაშვილი თანამდებობას ტოვებს.
ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
რა მიზეზით ტოვებს გოგაშვილი პოსტს, ჯერჯერობით უცნობია.
იოსებ გოგაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

















