თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში, 45 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
"გზაზე მიდიოდა, უცებ ცუდად გახდა, სასწრაფო გამოიძახეს და გარდაიცვალა. სადღაც აქვე ცხოვრობს"-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველბამდე მიყვანას გულისხმობს.

















