logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ოსორაულის ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე 	ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს
ოსორაულის ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს
18:01 15.08.2018
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება 14 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც განმარტებულია კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის, იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, მთავარ პროკურატურას მიაჩნია, რომ მძევლად აყვანილი მოქალაქის ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, მიენიჭოს, თუკი მოქალაქის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას მოჰყვა მისი სიკვდილი. ვინაიდან გამოძიებას საქმეზე არ მოეპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა იოსებ ოსორაულის გარდაცვალების ფაქტი, მთავარი პროკურატურა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ოსორაულის ოჯახის წევრებს უარი უნდა ეთქვათ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ნათლად განმარტავს, რომ დაზარალებული შეიძლება იყოს სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუკი მას მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მთავარ პროკურატურას აქვს ყველა წინაპირობა, რომელთა გათვალისწინებითაც შეუძლია, დაზარალებულად ცნოს იოსებ ოსორაულის მეუღლე - ნინო ოსორაული და ძმა - გია ოსორაული. ნათელია, რომ კონგოელი ამბოხებულების მიერ იოსებ ოსორაულის მძევლად აყვანისა და შემდგომ გაუჩინარების შედეგად, მის ოჯახს მიადგა მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი. მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტიც, რომ სახელმწიფომ ვერ გაატარა საკუთარი მოქალაქის მძევლობიდან გამოხსნის შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები და ვერ მოიძია სათანადო ინფორმაცია მისი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უკვე წელიწადნახევარია, ოჯახი საკუთარი რესურსით ცდილობს, მოიძიოს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრის შესახებ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რაც ასევე მატერიალურ დანახარჯებთან და ზიანთან არის დაკავშირებული.
მთავარ პორკურატურაში საქმე აღძრულია და ძიება მიმდინარეობს სსკ-ის 144-ე მუხლით (მძევლად ხელში ჩაგდება). მთავარი პროკურატურა თავად აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ მოეპოვება, რაც დაადასტურებდა იოსებ ოსორაულის გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ ეს ნამდვილად უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას.
ადამიანის უფლებათა ცენტრს სჯერა, რომ სამართლებრივად მნიშვნელოვანია, იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი, რაც მათ დაცულობას და პროკურატურისადმი ნდობას მნიშვნელოვნად გაზრდის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა