logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან გამყრელიძე ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან გამყრელიძე ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
16:12 14.08.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებელ- რეალიზატორთა გამოვლენისა და მათი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა ღონისძიებები განხორციელდება მომავალში, რათა კანონის ფარგლებში მოექცეს ხე-ტყის მოპოვებისა და რეალიზაციის სფეროში მომუშავე საწარმოების საქმიანობა. ბიზნესმენები დაინტერესდნენ როგორი იქნება საამქროების ფუნქციონირების შემდგომი ბედი. მათი თქმით, კომპანიებს დამკვეთებთან აქვთ ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ვერ ხდება.
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა - "მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ბიზნესის საქმიანობას, დაარეგულიროს და კანონის ფარგლებში მოაქციოს ხე-ტყის ნედლეულის მოპოვებისა და რეალიზაციის სფერო, რათა ამ მიმართულებით ქვეყანაში არაკონტროლირებადი ბაზარი არ არსებობდეს."
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი ატარებს სახერხი საამქროების ინვენტარიზაციას. ბიზნესის ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, ხვალიდან, ეტაპობრივად, გაიხსნება ყველა ის რეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომელშიც ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია.
ლევან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა - "დაუშვებელია ხე-ტყის მასობრივი უკანონო ჭრები, ასევე არ შეიძლება ლიცენზირებული და გადასახადების გადამხდელი კომპანიები არათანაბარ პირობებში იყვნენ უკანონოდ მოქმედ საწარმოებთან, რომლებიც უკანონო ჭრებს ახორციელებენ და არ იხდიან გადასახადებს. კანონის ფარგლებში მოქმედი საწარმოს საქმიანობა არ შეფერხდება. კანონის წინაშე პასუხისმგელობა დაეკისრება ყველა იმ პირს, ვინც ხე-ტყის უკანონო ჭრებს ახორციელებს ან ხელს აფარებს დანაშაულს".
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებელთა, ასევე გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა - მხილების მიზნით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ამა წლის 26 ივლისიდან ერთდროულად განხორციელდა იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება. გამოვლინდა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროები. საერთო ჯამში, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ხე-ტყის გადამამუშავებელ 700-ზე მეტ საწარმოში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა