პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ში
იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, მაჩალიკაშვილთან გამომძიებლებს კითხვები 31 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აქვთ, როდესაც ის სუს-ის წინ თავის აფეთქების შესახებ საუბრობდა.
თავად მაჩალიკაშვილის განმარტებით, ეს განცხადება მან მხოლოდ ემოციურ ნიადაგზე გააკეთა და რეალურად თავის აფეთქებას არ აპირებდა.
"აქ დანაშაულის მხრივ არაფერი იკვეთება. რა განცხადებაც გავაკეთე, ის იყო ემოციის ფონზე. არც კი მიფიქრია, არც მქონია გულში თავის აფეთქება. იმ დროს ჩემ ადგილას სხვა გაცილებით მეტსაც იტყოდა"- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

















