logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახლადამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებებით 4 პირი დააკავა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახლადამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებებით 4 პირი დააკავა
12:03 13.08.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავეს, ხოლო „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული თენგიზ ხოფერია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თურქეთში მყოფ "კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას, რათა სადავო საკითხი ქურდული გარჩევის გზით გადაეწყვიტა. თავის მხრივ, თ.ბ.-მ ქურდული გარჩევის გზით დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად მიმართა თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ და ამგვარად შეეცადა თენგიზ ხოფერიასთან საკითხის გარკვევას. აღნიშნულ ქურდულ გარჩევებში, ასევე, ჩართული იყო კ. ბ., რომელიც აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
„კანონიერმა ქურდმა“ თენგიზ ხოფერიამ თ.ბ.-სა და დ.გ.-ს შორის არსებული ფინანსური უთანხმოება ქურდული გარჩევის გზით განიხილა და დავა დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

დ. გ.-მ მიმდინარე წლის მაისში კვლავ მიმართა „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას. მან კრიმინალურ ავტორიტეტს ძმებს - ლ. და გ. დ.-ებს და ზ. კ.-ს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით მოგვარება სთხოვა. თენგიზ ხოფერიამ აღნიშნული დავა „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და ფინანსურ დავაში მონაწილე მხარეები, მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად, დ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიასთან სისტემატური კავშირი ჰქონდა დ.მ.-ს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებაში.

მიმდინარე წლის ივნისში დ. მ.-მ „ქურდული გარჩევის“ გზით ქონებრივი დავის მოსაგვარებლად " კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას დააკავშირა ს. ჯ., რომელმაც ს. ჯ.-ს ქმედება შეაფასა და ქურდული გარჩევის გზით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. დ. მ. „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სისტემატურად უკავშირდებოდა ს. ჯ.-ს, რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით აიძულა, აღესრულებინა ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223 პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე, 7-დან 10 წლამდე და 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ინტენსიურ თანამშრომლობას.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე გაფართოვდა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი. მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა