logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის” ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდათ
„ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის” ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდათ
18:06 08.08.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის” ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საიფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის” ბრალდებულ დ.გ.-ს, დ.მ.-ს, თ.ბ.-ს და კ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მოქმედებენ „ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად“.
2018 წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც სისტემატიური და აქტიური კავშირი ჰქონდა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ თ.ხ.-სთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, მიმართა თ.ხ.-ს, რათა მას დ.გ.-სა და თ.ბ.-ს შორის არსებული ფინანსური დავა მისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ.ბ.-ზე გავლენის მოხდენის მიზნით ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა.
მას შემდეგ, რაც ,,კანონიერმა ქურდმა“ თ.ხ-მ დავა დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა და ეს თ.ბ.-სთვის გახდა ცნობილი, მან არათუ აცნობა სამართალდამცავებს ამ მძიმე დანაშაულის შესახებ, არამედ, თავის მხრივ, „ქურდული გარჩევის“ გზით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით მიმართა ასევე თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ დ.ჩ.-ს. იგი აქტიურად მოქმედებდა რათა ქურდული სამყაროს სხვა წევრების მეშვეობით გამოენახა კავშირები „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-თან „ქურდული გარჩევის“ მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად.
ქურდული გარჩევით გადაწყვეტილი დავის შესახებ დ.გ.-მ თ.ბ.-ს შეატყობინა მათი საერთო ნაცნობის კ.ბ.-ს მეშვეობით, რომელიც დ.გ.-მ უშუალოდ „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს. დააკავშირა, მან კი კ.ბ.-ს დაავალა თ.ბ.-ს მასთან, თურქეთში ჩაყვანა. ამის შემდეგ, დავალების შესასრულებლად კ.ბ. თ.ბ.-ს დაუკავშირდა.
კ.ბ. დ.გ.-თან ერთად აქტიურად ინტერესდებოდა „ქურდული გარჩევის“ მიმდინარეობით და „კანონიერი ქურდის“ თ.ხ-ს დავალებების შესაბამისად „ქურდული გარჩევის“ პერიოდში კანონიერი ქურდის პოზიციას აცნობდა თ.ბ.-ს, ხოლო მისი პოზიციის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რითაც აქტიურად უჭერდა მხარს თ.ხ.-ს მიერ „ქურდული გარჩევის“ განხორციელებას.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში, დ.გ.-მ კვლავ მიმართა ,,კანონიერ ქურდს“ თ.ხ.-ს რათა ამჯერად ლ.დ-ს, გ.დ.-ს და თავის ნაცნობ ზ.კ.-ს შორის არსებული დავა ზ.კ.-ს მატერიალური სარგებლის მიღების და ლ.დ.-ზე და გ.დ.-ზე გავლენის მოხდენის მიზნით ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა, რაც შემდომში თ.ხ.-მ განახორცილა. დ.გ. აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას და ლ.დ.-სგან და გ.დ.-გან მოითხოვდა მას თურქეთში გაჰყოლოდნენ ,,კანონიერ ქურდთან“ თ.ხ.-თან შესახვედრად, რომელიც მათი მონაწილეობით არსებულ დავას საბოლოოდ გადაწყვეტდა.
ასევე დადგინდა, რომ თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ თ.ხ.-სთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვს დ.მ.-საც, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში. მან თავის ნაცნობთან არსებული მატერიალური დავის ,,ქურდული გარჩევით“ გადასაწყვეტად ს.ჯ. ,,კანონიერ ქურდს“ თ.ხ.-ს დააკავშირა, რომელმაც ს.ჯ.-ს ქმედება შეაფასა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, დ.მ. ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სისტემატიურად უკავშირდებოდა ს.ჯ.-ს და უცხადებდა რომ ,,კანონიერი ქურდის“ გადაწყვეტილების დათქმულ დროს შესრულება სავალდებულო იყო. დ.მ.-მ ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის და ,,ქურდული სამყაროს“ ძალაუფლების დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით, ს.ჯ. აიძულა აღესრულებინა ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ოთხივე პირი გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2018 წლის 6 აგვისტოს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. გ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვა, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა); დ.მ.-ს 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს“ წევრობა); კ.ბ.-ს 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), ხოლო თ.ბ.-ს 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვა) წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული პირებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7-მდე და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა