logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს-მ ტყიბულის შახტებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა
შსს-მ ტყიბულის შახტებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა
09:52 07.08.2018
შინაგან საქმთა სამინისტრომ ტყიბულის შახტებში 5 აპრილსა და 2 ივნისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სულ 7 პირი დააკავა.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში ტყიბულის შახტებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 6 პირი.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი - ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი - გ.კ., შახტის მენეჯერი - მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე - ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.

5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი.

სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ინდმეწარმე დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება მისივე კუთვნილ ქვანახშირის შახტში სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ს.-ს კუთვნილ ქვანახშირის შახტში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე მიმდინარეობს გამოძიება 2018 წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები“- განაცხადა მეზვრიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა